12

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ უფლის ნიჭი ხარ!

შენ უფლის ნიჭი ხარ!

ერთმა მკითხველმა, დაწერა კომენტარი, რომელიც ჩემს გულს შეეხო. მოდი, ყურადღებით წავიკითხოთ და მის ღრმააზროვან სიტყვებს ჩავუფიქრდეთ:

„გმადლობ, უფალო, იმისთვის, რასაც ჩემს ცხოვრებაში აკეთებ. გმადლობ იმისთვის, როგორიც გუშინ ვიყავი და როგორიც დღეს ვარ.

შენ გამაძლიერე, როცა განსაცდელში ვიყავი და დაარცხვინე ჩემი მტრები. ჩემს დამარცხებას გამარჯვებად აქცევ.

დღეს სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, რადგან ჩემი გზა შენ გამართე. მე მწამს, რომ შენ წარმართავ ჩემს ცხოვრებას და განსაზღვრავ ჩემს გზას.

აღავსე ჩემი გული სიყვარულით, რათა შევძლო ამ ნიჭების გაზიარება, რომლებიც შენგან მომეცა. დამაყენე სხვათა სამსახურში, რომ შენი საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს.

დამეხმარე, რომ მუდამ შევძლო ცოტათი მეტის მიცემა, ვიდრე მთხოვენ, რომ ღირსეული ვიყო შენს თვალში.

რაც არ უნდა მოხდეს, შენთან დავრჩები. შენგან ვერაფერი დამაცილებს. მთელი ჩემი არსებით ვაკურთხებ შენს სახელს, ჩვენო ზეციერო მამაო… ამინ“.

ძვირფასო მკითხველო! ვიცი, შენი გული ისეთია, რომ ღმერთი სასწაულებს მოახდენს შენს ცხოვრებაში!

მე ვიცი, რომ შენ ღვთის ნიჭი ხარ, ნამდვილი ღვთიური ნიჭი წუთისოფლისთვის და წუთისოფელში. ნურასდროს შეგეპარება ამაში ეჭვი!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.