10,12

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ ღვთის სახლი ხარ!

შენ ღვთის სახლი ხარ!

რა გრძნობა გიპყრობს, როცა 22-ე ფსალმუნს კითხულობ? ჩემზე ვიტყვი: სიმშვიდე მომიცავს. რადგან ვიცი, რომ უფალი ჩემი კეთილი მწყემსია და მისი კვერთხი მიცავს. 

დავითი ასე ასრულებს თავის ფსალმუნს:  „…და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი“ (ფსალმ. 22:6).

დავითისთვის საამოა უფლის სახლში ყოფნა. უფლის მყოფობაში იგი მშვიდობას გრძნობს. რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასჯერ უმჯობესია…“  (ფსალმ. 83:11)

შენ არ გჭირდება რაიმე განსაკუთრებულ ადგილას წასვლა იმისთვის, რომ ღვთის მყოფობა იგრძნო. იესოს ჯვარცმით, მისი მსხვერპლის წყალობით ღმერთი მუდამ შენთანაა. სადაც არ უნდა წახვიდე, შენ მის მყოფობაში ხარ. 

შენ თავად ხარ ღვთის სახლი. შენი სხეული სულიწმიდის ტაძარია. ის, ვინც შენში ცოცხლობს, უძვირფასესია. გაუფრთხილდი მას და იცოდე, რომ წინ სამოთხე გელის.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.