
მაღალი მოდა… ეს ის სამყაროა, სადაც ყველა ნივთი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სამოსი, რომელსაც პოდიუმზე მოდელი წარმოადგენს, მასობრივი წარმოების ნივთი არ არის. ის ერთადერთია და განუმეორებელი. მას მოდელიერი ზედმიწევნით ქმნიდა. პოდიუმზე მხოლოდ ის ხვდება, რაც მოდელიერის ოსტატობას გადმოსცემს. ასე რომ, მის ერთ შედევრს უკან არაერთი წარუმატებელი ნამუშევარია, რომელსაც ფართო პუბლიკას არავინ წარმოუდგენს.
ღმერთი უბადლო ხელოვანია, რომელიც შეცდომას არ უშვებს, რომელიც მხოლოდ შედევრებს ქმნის – სიცოცხლის შედევრებს. შენც ასეთი შედევრი ხარ.
„ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისათვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი!“ (ეს. 43:7).
წმინდა წერილის ეს მუხლი შენზეა: “ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისთვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი”.
ღმერთმა ზედმიწევნით შეარჩია ყველა შენი თვისება და ნაკვთი, ყველა დეტალი შეახამა და სრულყოფილად შეგქმნა.
ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი დიდი თუ მცირე კომპლექსები, გვგონია, რომ გარეგნული ან პიროვნული ხარვეზები გვაქვს, თავდაჯერება გვაკლია, საკუთარი თავი არ მოგვწონს. ამიერიდან გახსოვდეს: ღმერთმა ასე შეგქმნა და ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ.
როცა ღმერთი გიყურებს, ის ხარვეზებს არ ხედავს, არ ხედავს იმას, რის გამოც საკუთარი თავი არ მოგწონს. იგი ქრისტეს სისხლს, სიწმინდეს, მადლს და სიყვარულს ხედავს.
როცა შენს რაიმე ნაკლზე ფიქრობ, გაიხსენე, რომ ღმერთმა სიყვარულით შეგქმნა და არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. შენ მისი სრულყოფილი ქმნილება ხარ.
შენ ზეციერი მამის შვილი ხარ, მისთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს