10,13

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ ყოველდღე გამარჯვებას იზეიმებ!

შენ ყოველდღე გამარჯვებას იზეიმებ!

დილა თენდება, ვიღვიძებთ, და მაშინვე ათასგვარი ფიქრი გვიპყრობს: „დღეს ვერაფერს მოვასწრებ… უნდა მივიდე… უნდა გავაკეთო… უნდა დავრეკო… სახლი მისალაგებელია… გამოცდისთვის მომზადებას ვერ მოვასწრებ“. ამდენი ვალდებულება, ამდენი საქმე…. თითქოს შეუძლებელია ყველაფრის მოსწრება.

ბიბლია კი გვეუბნება, რომ მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია (იხ. მარკ. 9:23).  დიახ, შენთვის ყველაფერი შესაძლებელია და შენ ყოველდღე გამარჯვებას იზეიმებ.

სინამდვილეში, ყოველგვარ ვითარებაზე აზრით ვიმარჯვებთ. იმის თქმა მსურს, რომ შესაძლოა, ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც გსურს და იმედოვნებ. მაგრამ აზრით, გონებით, შენ ყოველგვარ ვითარებას გაუმკლავდები, მცირედი მარცხი ვერ დაგთრგუნავს და დღეს არ დაგაკარგვინებს.

ილოცე ჩემთან ერთად: „იესო, ამ დღეს შენ გიძღვნი. მწამს: რაც არ უნდა მოხდეს დღეს, მე მაინც გავიმარჯვებ შენში და შენ მიერ. ყველაფერს შენ მოგანდობ, რათა ჩემს გულში შენმა მშვიდობამ დაისადგუროს. გმადლობ, უფალო, რომ მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია. დღეს მე გავიმარჯვებ. შენი სახელით. ამინ“. 

დამოწმება: „დაინახე სასწაულის“ კითხვა რომ დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი სასწაული მოხდა. საქმე ისაა, რომ ჩემი მეუღლე სხვა რელიგიის წარმომადგენელია. 2016 წელს დავქორწინდით. ორივე რელიგიურ, ტრადიციულ გარემოში გავიზარდეთ. ამიტომ ჩემი და მისი ოჯახები თავიდანვე ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი იყვნენ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა (და სიყვარული ახლაც არ განელებულა), ამიტომ არავის დავუჯერეთ. ქორწინების დასაწყისიდანვე ორივე მხარე ჩვენს დაშორებას ცდილობდა. ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ კონფლიქტები ჩვენს შორისაც დაიწყო. ასეთ გარემოებებში თითქმის რვა წელი ვიცხოვრეთ. რამდენიმე თვის წინ თქვენს რჩევას დავუჯერე და ყველაფერი უფალს მივანდე. აღარავის ვებრძოდი, არავის ვუპირისპირდებოდი. უბრალოდ მიყვარდა და ვცდილობდი ყველაფერზე სიყვარულით მეპასუხა. და სასწაულიც მოხდა. ჩვენი მშობლები შერიგდნენ, განქორწინებას აღარავინ გვთხოვს და წვეულებებს ერთად და მხიარულად ვატარებთ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.