wheat-6510504_1280

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ ჩემი სიამაყე ხარ!

შენ ჩემი სიამაყე ხარ!

ბევრ ადამიანს არასდროს გაუგონია მშობლებისგან ასეთი გამამხნევებელი სიტყვები: „შენ ჩემი სიამაყე ხარ“. სამაგიეროდ ბევრს სმენია: „შენ არაფრის მაქნისი ხარ“, ან „შენ ვერაფერს მიაღწევ“. 

გაკიცხვის სიტყვა წარუმატებლობის თესლია. ის დანაშაულის გრძნობას და მარცხის გამუდმებულ შიშს შობს. 

დაე, დღეს სულიწმიდამ განდევნოს შენი ცხოვრებიდან ეს მომაკვდინებელი სიტყვები და სიცოცხლის სიტყვა დათესოს. 

ესაიას წიგნში ღმერთი გვეუბნება: „ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლის მსახურთა და მათი გამართლება ჩემგან არის!“ (ეს. 54:17).

ვინმემ შენს ცხოვრებაში გაკიცხვის სიტყვა დათესა? ის უბრალოდ შეცდა. უფალი გეუბნება, რომ შენ წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი და ზნეობრივი იარაღი გაცუდდება, მოისპობა. ღმერთს, შენს მამას, უყვარხარ. ის გეუბნება, რომ მასთან ერთად შენ დიად საქმეებს აღასრულებ. ის შენს მომავალ საქმეს ხედავს. მან იცის, რომ წინ წარმატება გელის და გეუბნება: „ჩემო მეგობარო! შენ ჩემი სიამაყე ხარ!“.  
მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო, გმადლობ, რომ ჩემით ამაყობ. გმადლობ, რომ მაჩვენე – ჩემი გამკიცხავები შეცდნენ. გმადლობ ჩემი მომავალი წარმატებისთვის. შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.