4.22

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ ძლევამოსილი და ძლიერი ხარ!

შენ ძლევამოსილი და ძლიერი ხარ!

შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა. ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის“  (ფსალმ. 67:29).

ღმერთმა ძალა და ძლევამოსილება მოგაკუთვნა.

  • საქმე ის არ არის, რა შეგიძლია გააკეთო, მოითმინო და აიტანო.
  • საქმე ისაა, როგორ მოქმედებს ღმერთი შენც ცხოვრებაში, საქმე მის ძალაშია, რომელიც შენს მთელ არსებას ავსებს.
  • ცისა და მიწის შემოქმედი ღმერთის ძალა, რომელიც მარცვალივით დაითესა შენს ცხოვრებაში, ისეთ ნაყოფს მოიტანს, რომელიც ყოველგვარ წარმოსახვას აღემატება!

უფალი თავისი სიტყვის ერთგულია…აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას; და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!(ესაია 59:1)

იესო აღიმართება, რათა შენთვის იბრძოლოს; ის გეუბნება, რომ ძლიერი და ძლევამოსილი უნდა იყო. შენ ის ხარ, რასაც უფალი გიბრძანებს: შენ ძლიერი და ძლევამოსილი ხარ!

ძლევით და მტკიცე გულით დადექი იმ სიტუაციის პირისპირ, რომელიც გთრგუნავს, და გაიმარჯვე ქრისტეში!

ილოცე ჩემთან ერთად: “უფალო, შენ მიბრძანებ, რომ ძლიერი და ძლევამოსილი ვიყო. მე ის ვარ, რასაც შენ ბრძანებ. საქმე ის კი არაა, მე რა შემიძლია… საქმე ისაა, რომ შენ მოქმედებ ჩემში და ჩემი მეშვეობით! მე ვიცი, რომ შენ ბადებ ჩემში სურვილსაც და მოქმედებასაც (ფილიპელ. 2:13). გმადლობ, უფალო! შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.