28

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ წარმატებული იქნები!

შენ წარმატებული იქნები!

„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).

დღეს დავასრულებთ პირველი ფსალმუნის საწყისი სამი მუხლის განხილვას. თუკი განხილვა თავიდანვე წაიკითხე, მთელი გულით მწამს, რომ კურთხეული ხარ.

„ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ :

  • ამას გიქადის მომავალი: მოიქეცი ღვთის სიტყვის თანახმდა და წარმატებული იქნები.
  • გაბედე და წინ გასწი. მიეცი შანსი საკუთარ თავს. ღმერთს შენი წარმატება სურს. ის მოგცემს შთაგონებს იმისთვის, რომ იმოქმედო.
  • ზეცა ზრდას, განვითარებას და კეთილდღეობას გვპირდება. ნუ დაკარგავ ამ რწმენას. იცხოვრე ღვთის სიტყვის თანახმდა და გწამდეს: ყოველივე, რასაც იქმს, წარმატებული იქნება!

ბიბლია გვეუბნება: “და გაგხდის შენ უფალი თავად და არა კუდად, და სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად.“ (მეორე რჯ. 28:13).

ეს ისაა, რაც ღმერთმა შენთვის განიზრახა!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.