3

მთავარი | დაინახე სასწაული | შენ ხარ ნათელი სოფლისა!

შენ ხარ ნათელი სოფლისა!

„და თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი. და იქმნა ნათელი“ (დაბადება 1:3).

იქნებ გაგიგონია კიდეც შენკენ მიმართული ნეგატიური სიტყვები: „შენ არ ხარ ნათელი!“. დღეს მინდა დაგამშვიდო და გაგიცხადო შენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი რამ: შენ ხარ ნათელი!

როდესაც ღმერთმა მსახურებისთვის მომიხმო, ეს ბიბლიის იმ მუხლის მეშვეობით გააკეთა, რომელიც ხალხთა ნათელზე გვეუბნება (ესაია 42:6).

  • მსოფლიოში, რომელშიც ძალადობა, ტანჯვა და უსამართლობა მეფობს, შენ ხარ ნათელი, რომელსაც ღმერთი ადამიანთა გასამხნევებლად, სანუგეშებლად და განსამტკიცებლად აგზავნის..
  • მისი ძალით სიცოცხლის მომცემ მზის ნათელს ემსგავსები. შენ ხარ ნათელი ნათებისთვის.
  • შენ უსარგებლო, უმნიშვნელო და მცირე როდი ხარ. პირიქით, ღვთის მადლისა და სიყვარულის იარაღი ხარ ამ თაობაში, რომელსაც ძლიერ სჭირდება სიყვარული – ღვთის სიყვარული!

ღმერთმა გამხნევების და ნუგეშის სული მოგვცა, რათა სხვათა კურთხევა შევძლოთ. წადი და გაანათე!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.