
ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (11:6) ნათქვამია, რომ ღმერთი დააჯილდოვებს მათ, ვინც მას ეძებს: „…ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს“.
ამ მუხლში ღმერთი ორ რამეს გვთხოვს: გვწამდეს, რომ ის არსებობს და ვეძიოთ იგი. აი, როგორ უნდა ვეძიოთ უფალი:
- მისკენ მიმართე შენი გული და ფიქრები. (იერ. 29:13).
- ელაპარაკე მას, როგორც მეგობარს (იაკობ. 2:23).
- აუწყე შენი სურვილი (ფილიპ. 4:6).
- მადლობდე და აქებდე მას (ფსალმ. 91:2).
- უგალობე მას (ფსალმ. 104:2).
- იკითხე მისი სიტყვა (ფსალმ. 118:9).
- იარე ეკლესიაში (ფსალმ. 132).
- შეიკრიბეთ ორნი და მეტნი იესოს სახელით (მათე 18:20).
- იფიქრე მის ქმნილებაზე (რომ. 1:20).
- დადუმდი და მას უსმინე. (ესაია 50:4).
რა თქმა უნდა, ღვთის ძიების სხვა გზებიც არსებობს. მათ, ვინც ეძებს, ის ჯილდოს ჰპირდება. რა მოხდება, თუკი მას მეტი მონდომებით ეძებ?
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს