
„ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა“ (1 კორ. 1:18).
დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ჯვარცმული იესო, მისი სისხლი, რომელიც ბოძზე მოედინება, მისი უკანასკნელი სუნთქვა… წარმოიდგინე, როგორ დაბნელდა ზეცა…
გაახილე გულის თვალი და შეხედე: იესო მკვდრეთით აღდგა, გამეფდა და მამის მარჯვენით დაჯდა. ცოდვა მოგვეტევა, სიკვდილი დაითრგუნა…
ყველაფერი, რაც მარცხს ჰგავდა, სინამდვილეში დიდებული გამარჯვება იყო. ის, რაც უსასოობას ჰგავდა, სინამდვილეში სიკვდილის დამარცხება იყო!
შესაძლოა, დღეს გულგაცრუებული, უსასოო და დათრგუნული იყო.
უფალს შეხედე. შენ მის ხელთ ხარ. შეხედე: ის შენთან ერთად მიუყვება გზას.
შეხედე ისე, როგორც ღმერთი უყურებს.
მოდი, ერთად ვილოცოთ: „მამაო, გევედრები, დამანახე ეს ვითარება ისე, როგორც შენ ხედავ. დამეხმარე, რომ ამ პრობლემის მიღმა შენი დანახვა შევძლო. გმადლობ, უფალო, შენი მსხვერპლისთვის, გმადლობ, რომ ჯვარს ეცვი ჩემთვის. ვიცი, დღეს ჩემს საკეთილდღეოდ იმოქმედებ. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს