
ბიბლია გვაფრთხილებს, რომ „ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).
მტრის მიზანი შენი გაშეშებაა. შიში მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი იარაღია. აი, რა უნდა გავიგოთ ამ მუხლიდან, რომელიც მბრდღვინავ ლომზე გვიყვება. შიშისგან გაყინული და გაშეშებული მსხვერპლი ვეღარ იძვრის, ლომი კი ეცემა და გაანადგურებს.
მაგრამ კარგ ამბავს გეტყვი! “ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს. წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან” (იაკობი 4:7).
ღვთის მორჩილება ნიშნავს იმას, რომ უთხრა: „მე შენი შვილი ვარ, მე შენ გეკუთვნი, ჩემი სიცოცხლე შენს ხელთაა, შენ ჩემთან ხარ“. ასე აღიარებ, რომ ის ყოვლისშემძლე და მაღალია; ასე აღიარებ, რომ სწორედ ის გეხმარება განსაცდელისას!
ეშმაკის მოგერიება მის საქმეთა უარყოფას გულისხმობს: „გამეცალე, სატანავ! შენ არ გაქვს წილი ჩემს ცხოვრებაში. შენ არ გაქვს ძალა ჩემზე, რადგან მე ღმერთს ვეკუთვნი. ჩემი მამა ღმერთია. ჩენ ხარ ცილისმწამებელი და მხოლოდ ეს შეგიძლია… ცილისწამება. „მაგრამ ვინ გაამტყუბენებს ღვთის რჩეულს? ღმერთი გამამართლებელი!” (რომ. 8:33).
ამინ! წარმოთქვი ეს სიტყვები! ღმერთი გპირდება, რომ ეშმაკი გაიქცევა შენგან. რადგან ისევე, როგორც ბნელი ვერ დაძლევს ნათელს, ეშმაკი ვერ დაძლევს ღვთის შვილთა სიხარულით აღსავსე რწმენას. ღმერთს მიენდე, შიშს ნუ მიეცემი და გაიმარჯვებ!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს