6.20

მთავარი | დაინახე სასწაული |  ჩემი ღმერთი აღავსებს შენს ყოველ საჭიროებას!

 ჩემი ღმერთი აღავსებს შენს ყოველ საჭიროებას!

„ხოლო ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში“ (ფილიპ. 4:19)

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ღვთის და მოყვასის ერთგული მსახურები თავად აღმოჩნდებიან ფინანსური სირთულეების პირისპირ. ერთგული მსახური იმიტომაა ერთგული, რომ იმედს არ დაკარგავს და უანგარო მსახურებას განაგრძობს. მან იცის, რომ ღმერთი მის ყველა საჭიროებაზე იზრუნებს.

მეფე დავითი ამბობს: „უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება“ (ფსალმ. 22:1).

დავითმა მძიმე ხანა გამოიარა: მოწინააღმდეგეებს მისი სიკვდილი სურდათ. მაგრამ მან იცოდა, რომ უფალი, მისი მწყემსი, მასზე იზრუნებდა და ამას არ დაუშვებდა.

გზა დაგიმძიმდა და ცუდი დრო დაგიდგა? გახსოვდეს, რომ ღმერთი შენს გასაჭირს ხედავს და შენთვის ზრუნავს. თავისი სიუხვითა და იესო ქრისტეს დიდებით ის აღავსებს შენს ყოველ საჭიროებას. მე ეს ვიცი და მინდა, რომ შენც იცოდე. რადგან უფალი შენი მწყემსია და შენ არაფერი მოგაკლდება. შენ მისი უსაყვარლესი ცხვარი ხარ, მან შენი სახელი იცის და არასდროს მიგატოვებს.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.