
მთავარი | დაინახე სასწაული | ცოდვა ისე გამძიმებს, რომ ლოცვას ვერ ბედავ?
ცოდვა ისე გამძიმებს, რომ ლოცვას ვერ ბედავ?
ჩემო მეგობარო, ღვთის სიყვარული ისე დიდი და ძლიერია, რომ შენი შეცდომები მას ვერ გაანელებს. შენ ეს თავადაც იცი, მაგრამ ზოგჯერ მაინც ფიქრობ: „ისევ შევცოდე, ისევ ის უმსგავსი საქციელი ჩავიდინე. ამჯერად ღმერთი არ მაპატიებს“.
ნუ აჰყვები ამგვარ ფიქრებს. ისინი ხომ მტრის მიერაა ნაკარნახები. ღმერთი ხელს არასდროს გკრავს, არასდროს მიგატოვებს.
„მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო“ (იაკ. 4:8)
ღმერთს მიმართე, ილოცე, შენი დარდი, შფოთვა, ტკივილი, ეჭვი გაუზიარე. უთხარი, რომ ნანობ. თუკი მასთან სიახლოვეს და მის პატიებას ლამობ, ის შენთანაა.
ღმერთს უყვარხარ და მას არ სურს, რომ ცოდვის სიმძიმემ დაგამხოს. მიმართე სინანულით და ის მკლავებს გაგიშლის, თავისი უსაზღვრო სიყვარულით გულმოწყალებას და მადლს მოგანიჭებს
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს