2.6

მთავარი | დაინახე სასწაული | ძალა, რომელმაც ქრისტე აღადგინა, შენშია!

ძალა, რომელმაც ქრისტე აღადგინა, შენშია!

დღეს მინდა გავამხნევო ისინი, ვინც განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. იქნებ, ეს შენ ხარ?

ეშმაკი ცდილობს დაგარწმუნოს, რომ უსუსური ხარ, რომ ყველაფერი გათავდა, რომ გვირაბის ბოლოს ნათელი არ არის. მაგრამ მდგომარეობა არც ისე რთულია, როგორც ეშმაკი ჩაგაგონებს. ნუ დაგავიწყდება: ის ცრუა!

დროდადრო მტერი შენსავე ემოციებს იმისთვის იყენებს, რომ ღვთისგან მოცემულ ცხოვრების სიუხვეს მოგწყვიტოს.

დაფიქრდი: შენი რწმენა ცოცხალია, რადგან ქრისტეა ცოცხალი. ის მკვდრეთით აღდგა! შენი რწმენა აღდგომას ეფუძნება. ძალა, რომელმაც ქრისტე მკვდრეთით აღადგინა, შენშია და ის უარყოფით ემოციებს და ყოველგვარ უსიამოვნებას დაგაძლევინებს და შენ უკეთ იქნები, ვიდრე აქამდე იყავი!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.