8.12

მთავარი | დაინახე სასწაული | ძველმანების გადაყრის დრო დადგა!

ძველმანების გადაყრის დრო დადგა!

ზოგჯერ მიმოიხედავ და ხედავ, რამდენი რამ დაგიგროვდა და რამდენი ადგილი სჭირდება ამ ყველაფრის შენახვას. დგება დრო და ამ დაგროვილი ნივთების გადარჩევა-დახარისხებას იწყებ. ზოგ რამეს გადაყრი, ზოგს გააჩუქებ… 

იქნებ, ის დრო დადგა, რომ ძველმანები გადაყარო და მამისგან ახალი სამოსი მიიღო? ნახე, რას გვეუბნება ბიბლია: 

„დავადგენ, რათა სიონის მგლოვიარეთ მიეცეს გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, მხიარულება – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – სასოწარკვეთის ნაცვლად. და უწოდებენ მათ მუხებს, უფლის დარგულთ, მის სადიდებლად“  (ეს. 61:3)

ღმერთი შენს თავზე სიხარულის მირონს გადმოღვრის და ღირსების სამოსით შეგმოსავს. შენ მხოლოდ ძველმანის მოშორება გადაწყვიტე. ეს შეიძლება მავნე ჩვევა იყოს, ან პატივმოყვარეობა, ან ოდესღაც ჩადენილი ცოდვა, რომელიც სიჯიუტის გამო ვერ მოგინანიებია. 

მოდი, მოიშორე ეს ძველმანები, დადე ჯვრის ძირას და ნუღარასდროს დაუბრუნდები. 

შენი წარსულის და შეცდომების მიუხედავად ღმერთი მუდამ შენი ერთგული იქნება და ცხოვრების განახლებაში დაგეხმარება. ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, ჯვრის ძირას დავდე ჩემი ძველმანები: მავნე ჩვევა, რომლის დაძლევა მიჭირდა, დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ასე დიდხანს დავატარებდი… უფალო, გმადლობ შენი მსხვერპლისთვის, რომლითაც ახალი სიცოცხლე მომეცა; გმადლობ ცოდვათა მიტევებისთვის, შენი მშვიდობისთვის და შენი მადლისთვის, რომელიც რწმენით მომეცა. იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.