3.26

მთავარი | დაინახე სასწაული | წაიკითხე კიბოსგან განკურნების ეს საოცარი მოწმობა

წაიკითხე კიბოსგან განკურნების ეს საოცარი მოწმობა

დღეს გთავაზობ წაიკითხო ეს საოცარი მოწმობა და ადიდო ღმერთი განკურნებისთვის!

“თავად მე ვარ მოწმობა ამ ღვთის საქმისა, რომელსაც „დაინახე სასწაული“ ჰქვია. რამდენიმე თვის წინ წერილით ლოცვითი თანადგომა ვითხოვე. ანალიზებით დადასტურდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო მქონდა. ეს ცხადი იყო. ექიმმა მირჩია, ღმერთს მივნდობოდი, რადგან თავად ვეღარაფრით დამეხმარებოდა. ოპერაციის წინ დამატებითი გამოკვლევისთვის სხვა ქვეყანაში გავემგზავრე.

ექიმმა ანალიზები გერმანიაში გააგზავნა. გამოკვლევას ორი თვე დასჭირდებოდა. მე ლოცვითი თანადგომა გთხოვეთ და თავადაც ვთხოვდი ღმერთს ამ სნეულებისგან განკურნებას. მან ჩემს ვედრებას უპასუხა… მან თხოვნა ამისრულა. ანალიზების პასუხები მივიღე და აღმოჩნდა, რომ კიბოს კვალიც აღარ ჩანს. ენა წამერთვა სასწაულთა უფლის წინაშე. ჰო, იგი ერთგულია, იგი ნამდვილია და ყოვლისშემძლეა. უდიდესი სიხარულით მავსებს. გმადლობთ, რომ ეს მოწმობა „დაინახე სასწაული“-ს მკითხველებს გაუზიარეთ“.

დიახ, ღმერთი ცოცხალია! იწამეთ უფალი, რომელიც კურნავს! ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. იესოს სახელით ვლოცულობ იმისთვის, რომ მოვიდეს შენთან და გაკურთხოს, მოგცეს ის, რაც შენ გჭირდება. ძალიან გამახარებდა შენი მოწმობის წაკითხვა.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.