3.28

მთავარი | დაინახე სასწაული | წარმატების სრულყოფილი საზომი სიყვარულია

წარმატების სრულყოფილი საზომი სიყვარულია

იესომ თქვა, რომ მსოფლიო მის მოწაფეებს ერთმანეთის სიყვარულით ამოიცნობს. (იოანე 13:35).

საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ადამიანების წარმატებას და მდგომარეობას საქმიანობის შედეგებითა და ეფექტურობით ზომავს.

ვფიქრობ, რომ იესო სხვა კრიტერიუმებს გვთავაზობს:

  • ურთიერთობის ხარისხი.
  • სიყვარული, რომელსაც სხვებს ვაძლევთ.
  • ზრუნვა და ყურადღება, რომელსაც ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ ვავლენთ.

ჩვენი ღმერთი სრულყოფილი ურთიერთობების ღმერთია. ჩავუფიქრდეთ ამ სიტყვებს: როდესაც ღმერთი კაცობრიობას ქმნიდა, მან ერთი ქალი და ერთი მამაკაცი შექმნა. მისი ძალა უსაზღვროა და მას თავისი სიტყვით ერთ წამში ერების შექმნა შეეძლო. ასე რატომ არ მოიქცა? კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ შექმნისთანავე ღმერთმა თავისი ქმნილება მოიწონა, თქვა, რომ ის კარგია, ანუ რომ ის სრული და სრულყოფილია.

იესოს განსაკუთრებულად უყვარხარ; მას პირადად შენ უყვარხარ. მისთვის ბრბოში გარეული ვიღაც არ ხარ; პირიქით, მისი მზერა სწორედ იმას ხედავს, რაც პიროვნებად გაქცევს. ღმერთი იესოს მიბაძვისკენ მოგიწოდებს: შეიყვარე, იმოქმედე და ილაპარაკე ისე, როგორც ამას იესო აკეთებდა.

ილოცე ჩემთან ერთად: “იესო, გმადლობ იმ სიყვარულისთვის, რომელიც სოფლის სიყვარულს არ ჰგავს. გმადლობ, რომ ჩემს წარმატებას საქმიანობის შედეგებითა და ეფექტურობით კი არ ზომავ, არამედ ჩემი ურთიერთობების ხარისხით, იმით, თუ როგორ მიყვარს. შენ ხარ ღმერთი მაღალი! დამეხმარე, რომ ისეთი სიყვარული შევძლო, როგორც შენ გიყვარს. ყველაფერში, რაც მნიშვნელოვანია, მე შენ გბაძავ. შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.