
დღეს მინდა წინააღმდეგობაზე გესაუბრო.
თუკი იესომ, ღვთის ძემ, ერთადერთმა უცოდველმა ადამიანმა, გამოსცადა წინააღმდეგობა, გარიყვა, კრიტიკა, ბრბოს სიძულვილით სავსე წამოძახილები, ღალატი და უარყოფა, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარი განსაცდელი ჩვენც არ აგვცდება!
წინააღმდეგობა ტკივილს გვაყენებს, განსაკუთრებით როცა მოწინააღმდეგეებად ჩვენი უახლოესი ადამიანები იქცევიან. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს!
იესომ თქვა: “გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“ (იოანე 16:33).
ჩემო მეგობარო, გწამდეს, რომ მაშინაც, როცა შენი ცხოვრების გემს ქარიშხალი დაატყდა, უფალი შენთანაა. მისი სიტყვით ქარიშხალი ჩაცხრება. მას ძალუძს, შენი ყველაზე უარესი დღე საუკეთესო დღედ აქციოს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს