
„შავეთის ველზეც რომ ვიარო…“ (ფსალმ. 22:4)
ისრაელში მთებს შორის მოქცეული ერთი ვიწრო ველია, რომელსაც მზის სხივი ვერ აღწევს. აქ შუადღისასაც კი ბინდია. მართლაც რომ „შავეთის ველია“. ამ ველზე ადამიანს ხიფათი რომ შეემთხვეს, დახმარებას ვერსაიდან მიიღებს.
ზოგჯერ ცხოვრებაში ასეთი ბნელი, უსინათლო ველის გადაკვეთა გვიწევს. გვეჩვენება, რომ ჩვენი კავშირი ღმერთთან გაწყდა, შიში გვიპყრობს და არ ვიცით, როგორ დავაღწიოთ მას თავი.
22-ე ფსალმუნი არაერთი ადამიანისთვის ქცეულა ნუგეში წყაროდ. ერთი შეხედვით გამოუვალი დაბრკოლების, დანაკარგის, სნეულების პირისპირ აღმოჩენილი ადამიანები მოწმობენ, რომ ამ ფსალმუნში ნუგეში იპოვეს და პრობლემების დაძლევა შეძლეს. ისინი ბოროტებას არ შეუშინდნენ, რადგან დავითის მეშვეობით ღმერთმა უთხრა, რომ მათთანაა, რომ ის მათი საყრდენი და ნუგეშია.
ადამიანი ლოცულობს და ღმერთი მის ცხოვრებაში სასწაულს ახდენს. დაბრკოლება, დაძლეულია, დანაკარგის დარდი გაქარვდა და სნეულებაც განიკურნა.
შავეთის ველზე აღმოჩნდი? ნუ შეშინდები, წინ გასწი. აქ მარტო როდი ხარ: ღმერთი შენთანაა. ის გზას გაგინათებს და შენ შავეთის ველს თავს დააღწევ.
დამოწმება: ისევე, როგორც „დაინახე სასწაულის“ ბევრ სხვა მკითხველს, ამ წერილებმა ღმერთი მაპოვნინა. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. უბრალოდ ვიცი, რომ ღმერთი ჩემთანაა: დილით, როცა ახალი დღისთვის ვემზადები, სამსახურში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას… ის მუდამ ჩემთანაა. გმადლობთ, რომ არსებობთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს