
ჩემო მეგობარო! იმედია, ხედავ, რაოდენ კეთილია ღმერთი ჩვენ მიმართ.
თავად განსაჯე:
- მას ყოველ დილით შენთვის მზე ამოჰყავს;
- დღეს მან თავისი მოწყალება განაახლა (გოდ. 3:23);
- იგი ახალ დღეს გითენებს და სურს, რომ მისი მშვიდობით დატკბე;
- დღეს იგი ისევ შეგახვედრებს შენს საყვარელ ადამიანებს, რათა ერთად იაროთ;
- იგი თავისი სიყვარულით გავსებს და განგამტკიცებს, რათა მისი სიყვარულის გაზიარება შეძლო;
- დღეს იგი ისევ შენთანაა და არც ერთი წამით არ დაგტოვებს;
- და კიდევ: ის ყველა შენს საზრუნავზე იზრუნებს. ასე დიდია მისი ერთგულება.
ჰო, ჩემო მეგობარო, ღმერთი შენს მიმართ უსაზღვროდ კეთილია!
„განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება მას, ვინც მასზეა მინდობილი“ (ფსალმ. 33:9).
მოდი, ამ სიმღერას მოუსმინე და შემსრულებლებთან ერთად ადიდე უფალი:
ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, გმადლობ, რომ შენს სიკეთეს მიცხადებ. განვიცადე და ვნახე! დიდება შენდა, უფალო! შენი სახელით, ამინ“.
ულამაზეს დღეს გისურვებ!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს