
ისევ მიტევება? რა არის ეს? ახალი მოძღვრება?
სინამდვილეში არა! ეს იესოს სწავლებათაგანია, რომლის გაგება ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლახან ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ერთ ადამიანზე მესაუბრა. ამ ადამიანმა წარსულში დიდი ტკივილი მომაყენა: საჯაროდ ცილი დამწამა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით ვაპატიე და ყოველივე კარგი ვუსურვე, ჩემში უცებ წარსულმა წყენამ გაიღვიძა. გავღიზიანდი, ბრაზი მომერია. სამაგიეროს გადახდა მსურდა. მაგრამ ღმერთი ცხადად გვეუბნება: შურისძიება მისია და არა ჩვენი.
საბედნიეროდ, ღმერთმა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გამიცხადა. ჩვენ უნდა მივუტევოთ, მერე კი ისევ მივუტევოთ. ერთ დღეს იესოსთან პეტრე, მისი ერთ-ერთი მოწაფეთაგანი მივიდა. ეტყობა, შთაბეჭდილების მოხდენა სურდა, ამიტომ ჰკითხა:‘“უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?“. პეტრე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, მაგრამ იესოს პასუხი საოცარი იყო: 490-ჯერ! (მათე 18:21-22).
განა შესაძლებელია, რომ ვინმემ 490-ჯერ გვაწყენინოს? შესაძლებელია, თუმცა ნაკლებსავარაუდო. თუმცა წყენას დღეში ასჯერ, ან თუნდაც 70 დღის განმავლობაში დღეში 7-ჯერ თუ გავიხსენებთ (490), სამწუხაროდ, ეს მართლაც შესაძლებელი გახდება.
მე მწამს: იესო გვასწავლის, რომ როცა წყენას ვიხსენებთ, უნდა მივუტევოთ… კვლავაც უნდა მივუტევოთ.
მიტევება არჩევანია, მიტევებაში დარჩენაც – არჩევანია. მე ეს არჩევანი გავაკეთე, როდესაც იმ ადამიანს მივუტევე, ტკივილი რომ მომაყენა. ერთ და იგივე ადამიანს კვლავ მივუტევე. იმიტომ კი არა, რომ ისევ მატკინა, არამედ იმიტომ, რომ პირველი წყენა ჯერ კიდევ მტკიოდა.
გული გაიმაგრე! მეც შენნაირი ვარ… მარტო შენ როდი ხარ ის, ვისაც კვლავ მიტევება უწევს! ილოცე ჩემთან ერთად: “უფალო, მოგონება ისევ ამოტივტივდა და გადავწყვიტე, მივუტევო მას, ვინც ტკივილი მომაყენა. შენ გებარეოდეს ის, ვინც მაწყენინა, და გთხოვ, გააქარვო სიმწარე ჩემი გულიდან. მე დღეს შენს თავისუფლებას ვირჩევ! იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს