7.30

მთავარი | დაინახე სასწაული | ხომ არ აყოვნებს ღმერთი პასუხს?

ხომ არ აყოვნებს ღმერთი პასუხს?

ყველა ჩვენგანს გამოუცდია, როგორ ჭიანურდება დრო, როცა ექიმის მისაღებში ზიხარ, ან სილამაზის სალონში ელოდები, როდის გათავისუფლდება შენი სტილისტი, ან როდის გაგიმზადებენ რესტორანში შეკვეთილ კერძს. ზოგჯერ დრო ისე ჭიანურდება, რომ ლოდინი აუტანელი ხდება და შენ ამ ადგილის დატოვება გსურს.

„ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი“ (ეკლ. 3:11).

რამდენი დრო უნდა გავიდეს დაპირების მიცემიდან მის შესრულებამდე? ხომ არ დავავიწყდი ღმერთს? ჩემზე გული ხომ არ აიცრუა? არა, ნამდვილად არა!  

ღმერთს არაფერი ავიწყდება. არც დაგცინებს. არც გულს აიცრუებს შენზე. მაშ, რა ხდება? საქმე ისაა, რომ დანაპირების შესრულებას უნდა დაველოდოთ. ეს მუდამ ასეა. 

მოლოდინისას კაჟდები, მწიფდები, ხასიათი გიყალიბდება, მოთმინებას სწავლობ და ძალას იძენ. შენ ღვთის დანაპირების შესრულებას ელი და ამრიგად უფალს უახლოვდები, მის მყოფობაში შედიხარ.

შენ უკვე კარგად იცნობ მას, მის ხმას სხვა ათასი ხმისგან განასხვავებ. და როცა შემდეგი ნაბიჯის დრო მოვა, როცა უფალი კარს გაგიღებს, შენ მზად იქნები მიიღო ის, რაც მან შენთვის განამზადა. 

მოთმინებით და გულდამშვიდებით დაელოდე და გწამდეს, რომ ღმერთი თავის პირობას შეასრულებს, არ დააყოვნებს.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.