
მოდით, დღეს ბიბლიის რამდენიმე მუხლი წავიკითხოთ:
„და თქვა ესაიამ: „ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: „ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკაბ?”. და თქვა ხიზკაიაჰუმ: „ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა. არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!“. და შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით“ (4 მეფ. 20:9-11).
რა განსაკუთრებული სასწაულია! დრო უკუიქცა…
რაც არ უნდა დაგეგმო, რაზეც არ უნდა იოცნებო, „დროს“ ნუ შეეპუებით! შენ არც ძალიან ხანდაზმული ხარ, არც უწიფარი… შენ ჯერ კიდევ შეგიძლია სასწაული იხილო, იმ მშვენიერი ცხოვრებით იცხოვრო, რომელიც ღმერთმა შენთვის განამზადა.
გიხაროდეს, რადგან არ არის გვიანი, რომ…
- იოცნებო,
- იმედი გქონდეს,
- რაღაც წამოიწყო, ან
- თავიდან დაიწყო!
ადექი და ამისთვის პირველი ნაბიჯი გადადგი… საფუძვლის პირველი ქვა დადე. ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ვინ შეგაჩერებს? ვინ გეტყვის, რომ ეს შეუძლებელია? დრო უფლის ხელთაა. უფალი ყველაზე ურთულეს ვითარებასაც დაძლევს.
ის შენი სიცოცხლის შემოქმედია და მხოლოდ მას ძალუძს ყველაფრის დასრულება.
მოუსმინე „Jesus Culture“-ს ამ სიმღერას და გაიგე, რას მღერის უფალი დღეს შენი ცხოვრების შესახებ!
გამაგრდი… დროისა და ვითარებების უფალი შენს მხარესაა!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს