
შეუერთდი ჩვენს ლოცვას
სწორედ ახლა ონლაინ მაძიებელი ქრისტეს შეცნობის გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ, Language.Jesus.net-ის გუნდს გვსურს, ადამიანებს სახარების შესწავლის, იესოში განმტკიცებისა და ერთმანეთისთვის რწმენის გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ძალას არ დავიშურებთ, რომ დავეხმაროთ ადამიანებს ამ პროცესში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანთა ცხოვრებაში მხოლოდ ღმერთი მოქმედებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცხოვრებას ცვლის, წინ აღუდგება უფლის მტერი. ვილოცოთ ამ ადამიანებისთვის. ვილოცოთ, რომ თავად ღმერთი წარუძღვეს მათ მისკენ მიმავალ გზაზე.
ვილოცოთ!
ჩვენ გვწამს, რომ ლოცვა ძალზე ქმედითია. ამიტომ გვინდა, გავაბათ ლოცვის უწყვეტი ჯაჭვი და ვილოცოთ მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ვებ-გვერდზე Jesus.net და მთელი ჩვენი მოძრაობისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამლოცველნი გახდებით. აი, რისთვის ვლოცულობთ:
- ადამიანებისთვის (მათი სახელები ანონიმურად გამოგეგზავნებათ პირადი შეტყობინების სახით), რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ, როგორც იესოს მიმდევრები
- ღვთისმსახურებისთვის, რომლებიც Jesus.net-თან თანამშრომლობენ
- მოძრაობისთვის Jesus.net