ძველი დამტვერილი წიგნი. ვინ კითხულობს ბიბლიას დღეს? ზოგისთვის ის მოგონილი ამბების კრებულია, ზოგისთვის კი ლიტერატურული შედევრი. ვინ და რატომ დაწერა ბიბლია? ქრისტიანებისთვის ბიბლია სიცოცხლის წიგნია, დიდი შთაგონების წყაროა. ვერავინ უარყოფს იმას, რომ ბიბლია ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ რატომ? რა უნდა მოგვცეს წიგნმა, რომელიც თითქმის 2000 წლისაა?
წიგნების კრებული
ბევრი ადამიანისთვის ბიბლია მოსაწყენი საკითხავია. არც ეს არის აზრმოკლებული. უპირველეს ყოვლისა, ბიბლია ძველი წიგნების, წერილების, ლექსებისა და ისტორიული მოთხრობების კრებულია. ამიტომ ეს ის წიგნი არ არის, რომელსაც თაროდან ჩამოიღებთ და ერთი დაჯდომით, სულმოუთქმელად წაიკითხავთ. ბიბლიის ყოველი წიგნი გადმოგვცემს ისტორიას, რომელიც უფრო დიდი ისტორიის ნაწილია.
გარდა ამისა, უწინ ადამიანთა უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცოდა. ბიბილიის ტექსტებს ჯერ სინაგოგებში, შემდეგ კი ეკლესიებშიც ისმენდნენ და განიხილავდნენ. ის, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ, ერთგვარი შეჯამებებია, რომელთაც გააზრება სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობამ წერა-კითხვა იცის, კითხვა ყველას როდი უყვარს. ხართ თუ არა თქვენ კარგი მკითხველი? თუ არ ხართ, ხომ არ აჯობებდა, რომ უსმინოთ და განიხილოთ ბიბლია ისე, როგორც ამას უწინ აკეთებდნენ?
რას მოგვითხრობს ბიბლია?
მოდით, ცოტა ხნით დასაწყისს დავუბრუნდეთ. შინაარსი:
მოკლედ რომ ითქვას, ბიბლია არის პასუხი კითხვაზე: „ვინ არის ღმერთი?“. არ არსებობს სხვა წიგნი, რომელიც უკეთ გასცემდა პასუხს ამ კითხვაზე. როდესაც ვკითხულობთ ბიბლიურ ისტორიებს სამყაროს შექმნის, ადამიანებთან ღმერთის ურთიერთობის, ებრაელი ერის, იესოს როლის, სამყაროს მომავლის შესახებ, ამ დროს დაუსაბამო და მარადიულ ღმერთს შევიმეცნებთ. გინდათ იცოდეთ მეტი ღმერთის შესახებ? მაშინ დროა, ბიბლიის კითხვა დაიწყოთ!
ერთი შეხედვით ბიბლია რთული საკითხავი ჩანს. თუმცა მის ყველა წიგნს ერთი ხაზი აერთიანებს. იმისთვის, რომ ამ ხაზს მივყვეთ, მოკლედ განვიხილოთ ბიბლია.
ბიბლიის აგებულება
ბიბლია ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი, - ძველი აღთქმა, - 39 წიგნისგან შედგება, მეორე, - ახალი აღთქმა, - 27 წიგნს შეიცავს. რომის კათოლიკე ეკლესიის გამოცემებში ძველ აღთქმაში კიდევ 7 ე. წ. მეორეკანონიური წიგნია შეტანილი.
ძველი აღთქმა
ძველი აღთქმა სამყაროსა და ადამიანის შექმნის ამბით იწყება. პირველი ხუთი წიგნი იმის შესახებ ოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ებრაელი ერი ეგვიპტის ტყვეობაში, როგორ იხსნა ის ღმერთმა და ისრაელის მიწაზე მოიყვანა. ამ მოგზაურობის მანძილზე ურთიერთობა ღმერთსა და რჩეულ ერს შორის არაერთხელ გამწვავებულა.
ძველი აღთქმა ღვთის სხვადასხვა თვისებებს გვიცხადებს, როგორიცაა სიყვარული და მიტევება. თუმცა მას მკაცრი დასჯაც შეუძლია. თუმცა მთავარი ისაა, რომ ღმერთი მუდამ ხალხის ერთგული რჩება. ძველ აღთქმაში მრავლადაა წინასწარმეტყველებები მომავალი მხსნელის, მესიას მოვლინების შესახებ. ის მოვა და ერთხელ და სამუდამოდ აღადგენს კავშირს ღმერთსა და კაცობრიობას შორის.
ახალი აღთქმა
ახალი აღთქმა იესოს შესახებ მოგვითხრობს. ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველება იესოშ აღსრულდა. მისმა მოვლინებამ ქვეყნიერება შეცვალა. ღმერთი მაცხოვარია, რომელმაც აღადგინა კავშირი ღმერტსა და ადამიანს შორის.
პირველი ოთხი წიგნის, სახარებები, იესოს მიწიერ ცხოვრებას აღწერს. თვითმხილველები მოგვითხრობენ მისი შობის, მისიის, ვნებისა და სიკვდილის შესახებ. თუმცა თხრობა მისი სიკვდილით არ სრულდება, რადგან იესო მკვდრეთით აღდგა. და ამ სასწაულმა სამუდამოდ შეცვალა ქვეყნიერება.
ახალი აღთქმა ასევე იესოს მოწაფეთა წერილებს და მოწმობებს შეიცავს. მათში იპოვით ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, რწმენაში განმტკიცების რჩევებს, გაფრთხილებებს და წინასწარმეტყველებებს.
ბიბლიის მთავარი ხაზი
თუკი ბიბლიას სრულად წაიკითხავთ, მთავარს აღმოაჩენთ: ღმერთს ადამიანები უყვარს. მან სიყვარულის გამო შეგვქმნა და უპირობოდ ვუყვარვართ. მაგრამ ბიბლია მოგვითხრობს, რომ ადამიანები ხშირად ღმერთს შორდებოოდნენ და საკუთარი გზით სვლას ირჩევდნენ. ღმერტი კი მათ არ ტოვებდა, იმედით ელოდა მათ მოქცევას და ასეთ დროსაც მუდამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღვთის ერთგულნი რჩებოდნენ. ძველი აღტქმის წინასწარმეტყველებათა თანახმად, ღმერთი მოავლენდა მხსნელს, რომელიც ადამიანებს ამა სოფლის ბოროტებისგან იხსნიდა.
ქრისტიანებს სწამთ, რომ იესოს მოვლინებით ღმერთმა თავისი სიყვარული ცხადყო. იესო მხსნელია, რომელსაც ადამიანები ასე დიდხანს ელოდნენ.
თავისი სიტყვითა და საქმი იესომ გვაჩვენა, როგორ ვიზრუნოთ ერთმანეთისთვის. იგი აცხადებდა, რომ ღვთის ძეა და ეს გზავნილი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. იესოს მოწაფეებმა აღწერეს, როგორ შეხვდნენ კვდრეთით აღმდგარ იესოს. ახალი აღთქმის პირველ ოთხ წიგნს სახარებები ეწოდება. სახარება სიტყვა-სიტყვით კეთილ უწყებას ნიშნავს. ქრისტიანებს სწამთ, რომ იმედი მუდამ არსებობს და ღვთის სიყვარული კეთილი უწყებაა ყოველი ადამიანისთვის.
ვინ დაწერა ბიბლია?
ბიბლიის წიგნები 1500 წლის განმავლობაში 40 ავტორის მიერ დაიწერა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები იყვნენ: მეთევზეები, ექიმები, ფერმერები სასულიერო პირები, პოეტები და წინასწარმეტყველები. ზოგი მათგანის სახელი ცნობილია: იერემია, დავითი, იოანე, პავლე. ზოგი წიგნი კი ფსევდობიოგრაფიულია (მაგალითად, ესთერის წიგნი) და უცნობი ავტორის მიერაა დაწერილი.
ბიბლიის წიგნები დაწერეს ადამიანებმა, რომელთაც ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება ქონდათ. თუმცა ავტორები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ. ქრისტიათა უმრავლესობას სწამს, რომ ბიბლიური წიგნები ღვთის შთაგონებით დაიწერა.
რომელი ბიბლიური ისტორიები იცით?
იქნებ, ბიბლია არასდროს წაგიკითხვათ, მაგრამ შესაძლოა, მაინც იცოდეთ რომელიმე ბიბლიური ისტორია. მაგალითად, ისტორიები იესოს შესახებ. ჩვენ ქრისტეშობას ვზეიმობთ, მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას აღვნიშნავთ. სულთმოფენობისა და ნათლისღების დღესასწაულებიც ბიბლიიდან იღებს სათავეს. ამ დღესასწაულების დროს ხშირად გვესმის ბიბლიური ისტორიები. თქვენ უფრო მეტი ძველაღთქმისეული ისტორია და ბიბლიური გამონათქვამი იცით, ვიდრე თავად გგონიათ.
თუმცა ძველი აღთქმის ბევრი ისტორია თქვენთვის უფრო კარგადაა ნაცნობი, ვიდრე გგონიათ. გაიხსენეთ ფილმი „ეგვიპტის უფლისწული“, რომელიც მოსეს ამბავს მოგვითხრობს, ან მიუზიკლი იოსებზე - ყმაწვილზე, რომელიც ძმებმა მონობისთვის გაიმეტეს და გაყიდეს, ის კი იმ ეგვიპტის მაღალჩინოსანი გახდა.
ბევრი გამონათქვამი ჩვენს ენაში სწორედ ბიბლიიდან მოვიდა. გამოიცნობთ, ამ გამონათქვამთაგან რომელია ბიბლიური?
რა მნიშვნელობა აქვს ბიბლიას ქრისტიანებისთვის?
ქრისტიანი მორწმუნეებისთვის ბიბლია უმთავრესი წიგნია, წმიდა წერილია, რომლის ავტორების მას ღვთის შთაგონებით წერდნენ. ბევრ ქრისტიანს რამდენიმე ბიბლია აქვს. მორწმუნეები ერთმანეთს ბიბლიის კითხვისკენ მოუწოდებენ. საეკლესიო მსახურებისას იკითხება, შემდეგ კი განიმარტება საგანგებო ბიბლიური საკითხავი.
საუკუნეთა მანძილზე ბიბლია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოების ცხოვრებაშიც. მის გავლენას სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიასა და ენაში ვხედავთ. ევროპაში ეს გავლენა თანდათან განელდა, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში კი პირიქით - უფრო და უფრო მატულობს.
გადმოგვცემს თუ არა ბიბლია ჭეშმარიტებას?
გააჩნია, რას გულისხმობთ სიტყვაში „ჭეშმარიტება“. თუკი გაინტერესებთ, უტყუარია თუ არა ბიბლია ისტორიული და მეცნიერული გაგებით, პასუხი უარყოფითი იქნება. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: სადღაც წერია, რომ დედამიწა ბოძებს ეყრდნობა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანი შეუცდომელი არ არის. ამიტომ ზოგიერთი დეტალი ბიბლიაში შესაძლოა მცდარი იყოს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბირთვი, გზავნილი მცდარია.
გვმართებს თუ არა ბიბლიის სიტყვა-სიტყვით გაგება? ამ საკითხთან დაკავშირებით დღესაც დავები იმართება. ზოგიერთი ქრისტიანული მეცნიერული სკოლა ბიბლიას სიტყვა-სიტყვით იღებს, ზოგიერთი კი განიხილავს, როგორც სახელმძღვანელოს.
რატომ უნდა ვიკითხოთ ბიბლია?
იქნებ იმიტომ, რომ ისტორია, ლიტერატურა ან რელიგია გაინტერესებთ. ბიბლია შეიძლება ერთგვარი სარკეც იყოს, რომელიც საკუთარ თავს უკეთ დაგანახებთ. ყველაზე ხშირად ბიბლიის კითხვას ის ადამიანები იწყებენ, რომელთაც სურთ, მეტი გაიგონ მამა ღმერთისა და იესოს შესახებ. სად დაიბადა იესო? სად აღიზარდა? ვინ იყვნენ მისი მეგობრები? თავს რა გადახდა? რა სასწაულები მოახდინა? როგორ ამხელდა ისრაელის მმართველებს? რას გვასწავლის მისი იგავები?
ბიბლის ასევე მისი ვნებისა და სიკვდილის შესახებ მოგვითხრობს. ასევე გადმოგვცემს, თუ როგორ გაუმკლავდნენ მისი მეგობრები ამ დანაკლისს; როგორ აღდგა მკვდრეთით და რაოდენ დიდი გავლენა მოახდინა მიმდევართა ცხოვრებაზე. მოწაფეებმა და მიმდევრებმა იმიტომ დაწერეს ახალი აღთქმის წიგნები, რომ ყველას გაეგო: იესოს ამბავი მისი სიკვდილით არ დასრულებულა.
ბიბლიაში მრავლადაა უმშვენიერესი გამონათქვამები. ეს წიგნი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ბევრ ქრისტიანს ბიბლია ძალასა და იმედს აძლევს, რადგან მათ იციან, რომ ღმერთი დაჰყურებს.
როგორ ვიკითხოთ ბიბლია?
როდესაც ბიბლიას ეცნობი, თავიდან რთულ წიგნად გეჩვენება. ეს ჩვეულებრივი წიგნი როდია. ბევრ ადამიანს დაუწყია მისი კითხვა და მალევე შეუწყვეტია, რადგან კონტექსტი არ იცოდნენ. ბიბლია მთელი ბიბლიოთეკაა. მის ყოველ წიგნს თავისი მიზანი და ფორმა აქვს. ზოგი წიგნი ისტორიულია, ზოგი პოეტური, ზოგიც ეპისტოლარული ჟანრისაა. ამიტომ ბიბლიას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავეცნოთ. წაიკითხეთ მოკლე მონაკვეთი და გაიაზრეთ.
ბიბლიის ენები და თარგმანები
პირველ საუკუნეებში თავისი ბიბლია არავის ჰქონდა. ქრისტეშობიდან 400 წელს ბიბლია პირველად ითარგმნა ლათინურ ენაზე. იმ დროს უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცოდა და ბიბლიის გაცნობისას ადამიანები სასულიერო პირთა განმარტებებზე იყვნენ დამოკიდებულები.
მე-16 საუკუნეში უილიამ ტინდეილმა პირველად თარგმნა ბიბლია ინგლისურ ენაზე, მარტინ ლუთერმა კი გერმანულზე. ამავე დროს საბეჭდი დაზგების გამოგონებამ ხელი შეუწყო ბიბლიის გავრცელებას.
დღესითვის ბიბლია სრულადაა თარგმნილი 694 ენაზე და ნაწილობრივ 2000 ენაზე. წიგნი თითქმის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი - სხვადასხვა ფორმით, ზომით და დიზაინით. ბევრი ქრისტიანის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას სათანადოდ ესმოდეს ბიბლია. ამისთვის ეს წიგნი მშობლიურ ენაზე უნდა ვიკითხოთ. გარდა ამისა, განმარტოებით კითხვისას უკეთ გაიგებთ, ვინ არის ღმერთი.
დასკვნა
ერთი შეხედვით ბიბლია შეიძლება ძველ დამტვერილ წიგნად მოგეჩვენოთ. მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ბიბლია დღემდე შთაგონების წყაროა და სავსეა ისტორიებით, რომლებიც დღესაც აქტუალურია.